საერთო პროტესტი, ეს არის გამოსავალი, ''ოცნება'' ალყაში უნდა მოვაქციოთ - ოთარ ზურაბიშვილი

23.11.24 16:00
საერთო პროტესტი, ეს არის გამოსავალი, ''ოცნება'' ალყაში უნდა მოვაქციოთ - ოთარ ზურაბიშვილი

პრეზიდენტის ძმა აქციაზე იმყოფება - ოთარ ზურაბიშვილის განცხადებით, "ოცნება" ყველანაირ ალყაში უნდა იქნას მოქცეული. მისი თქმით, სწორედ ეს არის გამოსავალი, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს. 

მთლიანად იქნება გარდამტეხი ახალგაზრდების და ხანში შესული ადამიანების ყველა ერთად. ეს არის ყველა მოქალაქის პროტესტი. საერთო პროტესტი, რაც არის ჩვენი გამოსავალი. უნდა მოვაქციოთ ''ქართული ოცნება'' ალყაში. ისინი არიან საერთაშორისო ალყაში, სამოქალაქო ალყაში, კანონიერ ალყაში და არ  ექნება სხვა გამოსავალი. საჭირო იქნება, ჩატარდეს ახალი არჩევნები'', - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი. 

აქცია გმირთა მოედანზე ინაცვლებს - ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირიდან გმირთა მოედნისკენ ოპოზიციის და აქციის მონაწილეების მსვლელობა მიმდინარეობს.