არ ვაპირებთ შევეგუოთ რუსულ ოკუპაციას - ქადაგიძე

23.11.24 16:16
არ ვაპირებთ შევეგუოთ რუსულ ოკუპაციას - ქადაგიძე

არ ვაპირებთ შევეგუოთ რუსულ ოკუპაციას - ამის შესახებ აქციაზე გასულმა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

ქადაგიძის თქმით, ივანიშვილი და მისი გუნდი აკარგინებს საქართველოს და ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს, ამიტომაც აუცილებელია საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაიზარდოს. 

არ ვაპირებთ შევეგუოთ რუსულ ოკუპაციას და იმას, რომ ჩვენ დასავლურ კურსზე უარს გვათქმევინებს ერთი ადამიანი, რომელმაც სახელმწიფო მიიტაცა. იმ მაყურებელს, რომელიც გვისმენს მინდა, რომ კიდევ ერთხელ ვთხოვო გაიაზროს რას გვაკარგვინებს, ივანიშვილი. ივანიშვილი გვაკარგვინებს შესაძლებლობას, რომ ქართული პასპორტი იყოს ევროკავშირის პასპორტი, ყველა თავისი უპირატესობით, ევროპული ჯანდაცვით, ხელფასით, პენსიით, ევროპული ცხოვრების წესითა და მშვიდობით აი  ამას გაკარგვინებს ივანიშვილი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება.  '', - ამბობს გიორგი ქადაგიძე. 

აქციამ თსუ-დან გმირთა მოედანზე გადაინაცვლა. ამ წუთებში ადგილზე კარვებს შლიან. როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, გმირტა მოედანი 10 საათამდე გადაიკეტება. ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.