საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს - ადგილზე კარვებს შლიან
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს - ადგილზე კარვებს შლიან.
აქციამ თსუ-დან გმირთა მოედანზე გადაინაცვლა. როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, გმირთა მოედანი 22:00 საათამდე გადაიკეტება. ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
ოპოზიცია დღეს საღამოს მოქალაქეებს მოკლევადიან გეგმასაც გააცნობს. სისტემის გამოფიტვა, არაღიარება და იზოლაცია სანქციებით - ეს არის სამპუნქტიანი ფორმულა, რომლითაც პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სისტემა ჩამოიშლება. ახლა, პროდასავლურ ოპოზიციას პირველი რიგის ამოცანად მიაჩნია საპროტეტო მუხტის გაზრდა 25 ნოემბერს, დილის ცხრა საათზე - საქართველოს პარლამენტთან.