გომელაურის რაზმის სრული მობილიზება - ზოოპარკის მიმდებარედ ასობით პოლიციელია გამაგრებული

23.11.24 17:20
გომელაურის რაზმის სრული მობილიზება - ზოოპარკის მიმდებარედ ასობით პოლიციელია გამაგრებული

გომელაურის რაზმის სრული მობილიზება -  ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ასობით პოლიციელია გამაგრებული.  ვარაზისხევში გაიყვანეს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც. 

"პირველების" ინფორმაციით, ამ მობილიზებას ხელმძღვანელობენ პოლიციის მაღალჩინოსნები - ლაშა ჯოხაძე, გოგა მემანიშვილი, ასევე სულხან თამაზაშვილი, რომელიც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. 

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს - ადგილზე კარვებია გაშლილი. როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, გმირთა მოედანი 22:00 საათამდე გადაიკეტება. ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ოპოზიცია დღეს საღამოს მოქალაქეებს მოკლევადიან გეგმასაც გააცნობს. 

მსგავსი სიახლეები