მოშიმშილე ისაკო დევიძეს გამოკვლევები უტარდება - როგორია აქტივისტის მდგომარეობა

23.11.24 17:32
მოშიმშილე ისაკო დევიძეს გამოკვლევები უტარდება - როგორია აქტივისტის მდგომარეობა

გისოსებს მიღმა გამოკეტილი ისაკო დევიძე "ვივა მედის" კლინიკაში გადაიყვანეს - 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა საპატიმროში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. 

3-დღიანი მშრალი შიმშილობის შედეგად, ევროპული მომავლის მცველი დაუძლურდა, არტერიული წნევა დაუვარდა და გული წაუვიდა.

მასთან პალატაში მოსანახულებლად ამ დრომდე არავის  უშვებენ, თუმცა როგორც ახალგაზრდის ადვოკატი ამბობს, ისაკო დევიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამ ეტაპისთვის უცნობია, დატოვებენ ბრალდებულს კლინიკაში თუ დააბრუნებენ უკან საპატიმროში. 

მდგომარეობა ნორმალურია, სტაბილურია. ბადრაგის თანამშრომელმა გვითხრა, რომ გადასხმა უტარდება, კვლევები ჩაუტარდება და შემდეგ გადაწყდება, აქ დარჩება, თუ უკან დააბრუნებენ", - ამბობს ადვოკატი. 

ცნობისთვის, ისაკო დევიძე 18 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე დააკავეს. მას რვა დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ახალგაზრდას სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.