"ხელისუფლება არალეგიტიმურია" - პარლამენტის შეკრებამდე 24 სააათით ადრე ხალხი ქუჩაში გამოდის
არაღიარებული პარლამენტის შეკრებამდე 24 სააათით ადრე ხალხი ქუჩაში გამოდის. დღეს 21:00 საათიდან პროტესტის ეპიცენტრი რესპუბლიკის მოედანი იქნება. პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ქუჩაში ელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს, რომ არჩევნებზე მათი კონსტიტუციური უფლება დაირღვა და მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია. შეკრების შემდეგ მომიტინგეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებენ, სადაც პარლამენტის შენობის წინ მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავენ და ღამეს ადგილზე გაათევენ.
ჩვენ საზოგდოებას შევთავაზეთ სამი მიმართულებისგან შემდგარი გეგმა, რომელიც, რა თქმა უნდა, გადის უწყვეტ პროტესტზე, გადის ამ დელეგიტიმაციის შენარჩუნებაზე და გადის ახალი სივრცის შექმნაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის, რასაც ჰქვია ალტერნატიული პარლამენტი. დღევანდელი პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი საპროტესტო სივრცე იმისთვის, რომ საზოგადოებრივი წინაარმდეგობა გაიზრდაოს და საზოგადოებრივი წინააღმდეგობის შედეგად მივიღოთ ის მთავარი მიზანი, რომელზეც ვმუშაობთ - ეს არის ახალი არჩევნები, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე.
პოლიტიკოსი გიგი უგულავა ამბობს, რომ ბრძოლის მთავარი ფაზა სწორედ ახლა იწყება, რადგან "ოცნება" საკუთარი მმართველობის დაკანონებას იწყებს.
სინამდვილეში, ახლა იწყება მთავარი ფაზა, იმიტომ, რომ 25-დან მთელი ერთი თვის განმავლობაში ამ მთელი სიყალბის, რასაც 12 წლის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით, დაკანონების მცდელობა. პირველი სხდომაა ის, რითაც იწყება ეს უკანონობა, ამ თვითმარქვია პარლამენტის „გაპრავება“, მერე ხდება მთავრობა და ბოლოშია ტორტზე ალუბალი - პრეზიდენტი უნდა დაისვან. შესაბამისად, ეს ერთი თე იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, - ამბობს უგულავა.
გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ პროტესტი დღეს თბილისის ქუჩებში 15:00 საათიდან, ქალების მარშით დაიწყება. 17:00 საათზე რუსთაველის მეტროდან უნივერსიტეტამდე მსვლელობით მივლეენ ხელოვანები. ამავე დროს ილიუნიდან დაანონსებულია პროფესორ-მასწავლებლების მარშიც.
შეგახსენებთ, რომ ხვალ დილიდან "ოცნება" პარლამენტის პირველი სხდომის გამართვას გეგმავს.