ქალების მარში - აქციის მონაწილეები ივანიშვილის შუშის სასახლესთან სიმბოლურად ჩემოდნებით მივლენ

24.11.24 13:18
ქალების მარში - აქციის მონაწილეები ივანიშვილის შუშის სასახლესთან სიმბოლურად ჩემოდნებით მივლენ

სამოგზაურო ჩემოდნები პროტესტის ატრიბუტი ხდება. გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ქალები ქუჩაში ჩემოდნებით მსვლელობას გეგმავენ.  ყველა ქალი, ვინც დღეს 15:00 საათზე საპროტესტო მარშზე მიდის, თან მიიტანს ჩემოდანს და ამ სიმბოლური ნივთის დემონსტრაციით "ქართულ ოცნებას" ეტყვის, რომ მისი ვადა ამოიწურა  - "ჩაალაგოს ბარგი და გამოვიდეს სახელმწიფო უწყებებიდან".

ქალების შეკრება თავისუფლების მოედანზე  ზუსტად ორ საათში იწყება. მარშის მონაწილეები დღეს ქალაქის ქუჩებს ხმაურიანი შეძახილებით მოივლიან. მივლენ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთანაც.

ვხედავთ იმ რეალურ რისკს, რომ გაყალბებული არჩევნების ფონზე, მოპარული ხმების ფონზე, საქართველო დაიცალოს ჩვენი მოქალაქეებისგან. ამიტომატაც, დღეს თავისუფლებს მოედანზე სამ საათზე ქალები, დედები დავიძრებით საპროტესტოს მარშით, შესაბამისი განცხადებებით ივანიშვილის შუშის სასახლისკენ და მთელი მარშის პათოსი და იდეა იქნება ის, რომ ემიგრაცია არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის, თუმცა ჩვენ არსად წასვლას ვაპირებთ, - ამბობს დეა მეტრეველი.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია ამბობს, რომ ახლა ქალების ერთიანობა გადამწყვეტია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მათი სიტყვა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი იყოს.  

ყველაზე მეტს შრომობენ ქალები ამ ქვეყნის მომავლისთვის, იმიტომ, რომ დაწყებული იქიდან, რომ ვაჩენთ შვილებს, ვზრდით შილებს და ეს მომავალი თაობის ცხოვრება ჩვენთვის ძალიან და ამავდროულად, პარტიულ ცხოვრებაშიც ყოველთვის ქალები არიან აქტიურები, სასამართლო დავებსაც თუ გადახედავდით ახლა საარჩევნო კამპანიის დროს, ძირითადად ქალები იყვნენ წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორიდან, პარტიებიდან და ა.შ. როდესაც ამდენს მუშაობს და მერე ცდილობენ, წაგართვან ეს მთელი შენი შრომა, ძალიან დიდი უსამართლობაა და მე მგონია, რომ ქალები უნდა ვიყოთ ერთიანები, - ამბობს თამარ კორძაია.