ხმაური გლდანის "მედკაპიტალში" - ასაცრელად მისული მოქალაქეები ვაქცინას ვერ იღებენ

30.08.21 11:05
ხმაური გლდანის "მედკაპიტალში" - ასაცრელად მისული მოქალაქეები ვაქცინას ვერ იღებენ

კლინიკა "მედკაპიტალის" გლდანის ფილიალში ხმაურია. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად მისული მოქალაქეების ნაწილი სახლში გააბრუნეს, მიზეზად კი "სინოფარმის" ვაქცინის მარაგის ამოწურვა დაასახელეს. ვაქცინაზე წინასწარ დარეგისტრირებული   მოქალაქეების მეორე ნაწილი კი  უკვე რამდენიმე საათია, რიგში დგას.

კლინიკაში აცრის მსურველებს განუმარტეს, რომ ვაქცინაციის პლატფორმაზე შეფერხებაა.