სრული კოლაფსი ოკუპირებულ გალში - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

30.08.21 11:33
სრული კოლაფსი ოკუპირებულ გალში - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

სრული კოლაფსი ოკუპირებულ გალში - მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე ჯანდაცვის პუნქტებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფება აფინანსებს, ირკვევა, რომ დაწესებულებაში არ აქვთ კოვიდ ტესტები. ხალხს გალის სოფლებიდან 60 კილომეტრის გავლა უწევთ, რომ ენგურის ხიდზე ჩამოვიდნენ და ტესტი გაიკეთონ. 

ხალხი შველას ითხოვს, თუმცა დახმარებას მხოლოდ მაშინ იღებენ, თუ მდგომარეობა დამძიმდება და ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ.