ყველა სკოლა ღია და კორონავირუსისგან უსაფრთხო უნდა იყოს - UNICEF და WHO

30.08.21 12:11
ყველა სკოლა ღია და კორონავირუსისგან უსაფრთხო უნდა იყოს - UNICEF და WHO

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველა სკოლა ღია და კორონავირუსისგან უსაფრთხო უნდა იყოს. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და გაეროს ბავშვთა ფონდი აცხადებენ. ორგანიზაციები  სკოლებს მოუწოდებენ, გაიხსნან და შექმნან უსაფრთხო გარემო ვირუსის გავრცელების მინიმიზაციისთვის საჭირო ზომების მიღებით. 

ერთობლივი განცხადების თანახმად, უსაფრთხოების მიზნით სასწავლო დაწესებულებებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს პედაგოგების და 12 წლის ზევით ბავშვების ვაქცინაცია. ასევე, უნდა გაუმჯობესდეს სასკოლო გარემო,  ბაშვებს შორის დაცული უნდა იყოს ფიზიკური დისტანცია და შემუშავებული უნდა იქნას მოსწავლეების ტესტირების სტრატეგია.

პანდემიამ გამოიწვია საგანმანათლებლო პროცესის კატასტროფული შეფერხება, რომელიც ისტორიას არ ახსოვს. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  ევროპის რეგიონში შეუფერხებლად გაგრძელდეს სწავლება საკლასო ოთახებში,  - ამბობს დოქტორი ჰანს ჰენტრი კლუგე.

 

მსგავსი სიახლეები