ფილების შესაძლო მითვისების სკანდალი - გორის მერი დუმილს არღვევს

30.08.21 13:01
ფილების შესაძლო მითვისების სკანდალი - გორის მერი დუმილს არღვევს

გორის მერი, კოტე თავზარაშვილი, დუმილს არღვევს და ტვ ,,პირველთან" ფილების შესაძლო მითვისების სკანდალთან პირველ განმარტებას ხმაურიანი რეპორტაჟის გასვლიდან 24 საათის შემდეგ აკეთებს. 

თავზარაშვილი ირწმუნება, რომ ფილები, რომელიც ქუჩების რეაბილიტაციისთვის იყო განკუთვნილი, მას სახლში არ წაუღია და მიმდინარე პროექტთან შეხება არ ჰქონია. ქალაქის მერმა ინვოისი წარმოადგინა, თუმცა დოკუმენტში არ ჩანს, რა მასალა შეიძინა ქალაქის მერმა.

ტენდერი გამოცხადებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, დაფინანსება გააკეთა მსოფლიო ბანკმა, მე ამ პროექტთან არავითარი შეხება არ მაქვს.

რაც შეეხება ფილების გადამალვას, ეს არის ტყუილი. ეს ფილები არაიდენეტურია, რაც მიწყვია მე ეზოში, არის განსხვავებული, როგორც ფერით, ისე ზომით, არავითარი შეხება არ აქვს იმ ფილებთან, რომლიტაც რეაბილიტაცია მიდის ქუჩის", - ამბობს თავზარაშვილი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ  კოტე თავზარაშვილს ტროტუარებისთვის განკუთვნილი ფილები ეზოში აქვს გადამალული. პირველებისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამშენებლო მასალა გორის მერმა ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან ე.წ. "ატკატის" სახით მიიღო.