ზვიადაური შესაძლოა, კლინიკაში გადაიყვანონ

30.08.21 13:12
ზვიადაური შესაძლოა, კლინიკაში გადაიყვანონ

მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს შესაძლოა, სასწრაფო ოპერაცია დასჭირდეს. "ტვ პირველის" ინფორმაციით, მედიკოსები ზურაბ ზვიადაურს დღეს ეტყვიან, როდის გადაიყვანენ კლინიკაში.

ზვიადაური მატროსოვის ციხეში ცოტა ხნის წინ მოინახულა ადვოკატმა, მაგდა კოტრიკაძემ. უფლებადამცველი "პირველებთან" ადასტურებს, რომ ოპერაციის თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

არ არის გამოიცხული, რომ ოლიმპიურ  ჩემპიონს რთული სამედიცინო ჩარევის გამო რამდენიმე თვის გატარება საავადმყოფოში მოუწიოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ზვიადაური სასჯელს თოდუას კლინიკაში ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ მოიხდის.

ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა, ველოდებით ექიმების დასკვნას, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება, ამის შემდეგ გადაწყდება მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხი "- განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ

ადვოკატის თქმით, ბრალდებულს  ხერხემალზე აქვს პრობლემა და დაპატიმრებამდე სულ სამი ოპერაცია აქვს გაკეთებული. 

ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავებიან. მასთან ერთად დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს  კი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის გაასამართლებენ. 

გამოძიების ინფორმაციით, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევისას, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური, ყოფილმა სპორტსმენმა სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.