ელიავა მოლის ადმინისტრაცია თბილისის მერს სიცრუეში ამხელს

30.08.21 13:41
 ელიავა მოლის ადმინისტრაცია თბილისის მერს სიცრუეში ამხელს

ელიავას რეგიონული მოლის დამფუძნებლები  კახა კალაძის წინააღმდეგ.  სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში თბილისის მერს სიცრუეში ამხელენ.

თბილისის მერმა 4 დღის წინ განაცხადა, რომ ბაზრობის განვითარების პროექტზე ყველა მფლობელთან მოილაპარაკა. თუმცა, ელიავას რეგიონული მოლის  მესაკუთრეების თქმით,  დედაქალაქის მთავრობასთან შეთანხმება არ მიუღწევიათ. 

ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ რამდენჯერმე სცადეს თბილისის მერთან შეხვედრა, რომ დაემტკიცებინათ არსებული ყველა მაღაზიის ერთ სივრცეში განთავსების გეგმა, თუმცა უშედეგოდ. 

თბილისის მერის ჩვენთან შეხვედრა, როგორც ასეთი, არ ყოფილა. ტენდერი, რომელიც მერიამ ჩაატარა, ეს ტენდერი ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს. ველოდებით სასამართლოს პასუხს. 

პროექტი ისახავს მიზნად ელიავას ბაზრობის განვითარებას ჩვენი ხედვით, რაზეც უარი გვეთქვა - აცხადებს ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელი.

ელიავას ბაზრობა 12 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. მასში 14 შპს არის განთავსებული.