ივანიშვილი რომ დამარცხდეს, და ეს აუცილებლად მოხდება, პუტინის სახრე კეფაში გადაეჭირება - გიორგი თავართქილაძე
ივანიშვილი რომ დამარცხდეს, და ეს აუცილებლად მოხდება, პუტინის სახრე, რომელიც მას ჩრდილოეთიდან აქვს მოღერებული, კეფაში გადაეჭირება, - ამის შესახებ რეჟისორმა, გიორგი თავართქილაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ამასთან, თავართქილაძემ აღნიშნა, რომ “ივანიშვილს სწორედ იმიტომ ჰყავს მონები გარშემო, რომ ჯერ ისინი დაუდგნენ ამ სახრეს.“
“ივანიშვილმა 12 წელი დახარჯა ამ მონების საძებნად“, - დასძინა მან.
მათ ასე მოკლე დროში თუ რამე უნდა გაიგონ, ეს არის სახრე- სახრის ხალხია, რომელსაც რომ გადაუჭერ ხვდებიან, სახრე აქვს მოღერებული პუტინს ჩრდილოეთიდან და ბიძინას იმხელა სახრე ადევს კეფაზე, ის რომ აქ დამარცხდეს, და ეს აუცილებლად მოხდება, ეს სახრე კეფაში გადაეჭირება, ეს არ უნდათ და ამიტომ ჰყავს ეს მონები გარშემო, რომელთა მოსაძებნადაც ამ კაცმა 12 წელი დახარჯა, რომ ჯერ ისინი დაუდგნენ ამ სახრეს.
ჩვენ ამ სახრეს არ ავიღებთ ხელში, რაც გამარჯვების ფორმულას გვიწელავს. ჩვენ გააზრებული გვაქვს, რა არის სახელმწიფო, რაზე უნდა იდგეს და ეს ძალმომრეობაზე ვერ იდგება, ამიტომ ჩვენი ბრძოლის ხაზი გამძლეობაზე გადის“, - განაცხადა თავართქილაძემ.