ტრაგედია შეკვეთილში - უბედურ შემთხვევას 27 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

30.08.21 14:19
ტრაგედია შეკვეთილში - უბედურ შემთხვევას 27 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩხოროწყუში ახალგაზრდა მამაკაცს, 27 წლის ლადო გოგუას, გლოვობენ. ახალგაზრდა შეკვეთილში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. 

როგორც "პირველებს" გარდაცვლილის მეგობრები უყვებიან, ლადო შეკვეთილში, ზღვაზე დასასვენებლად, იმყოფებოდა.

მათი მონაყოლის თანახმად, გოგუას დენმა დაარტყა, როცა ზღვაში იმყოფებოდა.  

სკუტერი ამოჰყავდათ ზღვიდან ტროსით, ლადო წყალში იმყოფებოდა, ტროსიდან დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა"- აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, ცხედარს კი ექსპერტიზა ჩაუტარდა.

ირკვევა, რომ წლების წინ, ლადო გოგუას, ახალგაზრდა ბიძაც დაეღუპა.