შეზღუდვების შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ გვაქვს - გაბუნია ტრანსპორტის აღდგენაზე

30.08.21 14:50
შეზღუდვების შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ გვაქვს - გაბუნია ტრანსპორტის აღდგენაზე

ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები სავარაუდოდ, ძალაში დარჩება. ამის შესახებ კომენტარი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააკეთა. გაბუნიას თქმით, საკოორდინაციო საბჭო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენასთან  დაკავშირებით იმსჯელებს, თუმცა  ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ არსებობს, რადგან ეპიდვითარება კვლავ მძიმეა.

შემსუბუქების საფუძველი არანაირი არ გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია არის საკმაოდ რთული, კლინიკები გადატვირთულია. ყველა ის რეგულაცია, რომელიც ძალაშია, უნდა აღსრულდეს მაქსიმალური სიმკაცრით.საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით საბჭო იმსჯელებს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით შეზღუდვები ის, რაც გვაქვს და როგორც არის დაანონსებული, ისე გაგრძელდება.საბჭო იმსჯელებს და იქნება გადაწყვეტილება, ვერ გეტყვით ზუსტად როდის იქნება“, - განაცხადა გაბუნიამ.