დედაქალაქის მერი ელიავას ბაზრობის მესაკუთრეებს თაღლითებს უწოდებს

30.08.21 15:02
დედაქალაქის მერი ელიავას ბაზრობის მესაკუთრეებს თაღლითებს უწოდებს

თბილისის მერი, კახა კალაძე ელიავას ბაზრობის მესაკუთრეების თაღლითებს უწოდებს.  კალაძის განმარტებით, პრეტენზიები და მოთხოვნები, რომლებიც კომპანიას აქვს, უსაფუძვლო და ქალაქისთვის ზიანის მომტანია.

კალაძის თქმით, სამუშაო შეხვედრები და მოლაპარაკებები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ელიავაზე მომუშავე ადამიანებისთვის ნორმალური, კომფორტული სივრცე არ აშენდება.

ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც პირველ რიგში, ქალაქის ინტერესებშია, რაც თბილისელების ინტერესებშია, ვიღაც გარკვეული მოთაღლითო ტიპის მხრიდან გაკეთებული არასწორი განცხადებები ვერ შეაჩერებს იმას, რომ ქალაქი იყოს მოწესრიგებული. მათ 2014 წელს ჰქონდათ წარმოდგენილი კატასტროფული გეგმა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქალაქის ინტერესებს, რაზეც მიიღეს უარი და გასაჩივრებული ჰქონდათ სასამართლოში, უზენაესმა დააბრუნა და თქვა, რომ განიხილოს საკრებულომ, საკრებულომ უარი განაცხადა და პროექტი არ განხორციელდა, - განაცხადა კახა კალაძემ.

ელავას ბაზრობაზე დასაქმებული პირები მოუწოდებენ თბილისის მერს,  კომპანიას მოლის აშენების უფლება მისცეს, რათა მათ უფრო კომფორტულ პირობებში იმუშავონ.

ელიავას რეგიონული მოლის მეწილეებმა რამდენიმე წლის წინ დედაქალაქის მერს მიმართეს განცხადებით, რათა ელიავას ბაზრობაზე დიდი შენობის აშენების უფლება დაერთოთ, სადაც ყველა პერსონალი განთავსდებოდა, რაზეც უარი მიიღეს.