პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ, ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი - გაბუნია

30.08.21 15:05
პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ, ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, განმარტებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების  პიკი უკვე გავლილია  და ახლა დაღმასვლის ეტაპი დაიწყება. გაბუნია აღნიშნავს, რომ   მნიშვნელოვანია,  სწრაფად მოხდეს ინფიცირების მაჩვენებლის კლება. 

არის გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები. პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი, მაგრამ აქ მთავარია ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა და ამდენად პრევენციული ღონისძიებები, რომელიც აქამდე გვქონდა გატარებული ახლა არანაკლებ კიდევ მნიშვნელოვანია.

გარდაცვალების შემთხვევების კლებას სჭირდება გარკვეული პერიოდი. დაახლოებით ორი კვირა არის ის პერიოდი, როცა შემთხვევების სტაბილიზაციას მოყვება გარდაცვალების სტაბილიზაცია. ასე, რომ ჩვენი მოლოდინიც იმგვარია, რომ ოქტომბრის დასაწყისი მშვიდი უნდა იყოს, მაგრამ მანამდე მოგვიწევს საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა", - ამბობს თამარ გაბუნია.