ბოლო 24 საათში შრომის ინსპექციამ 5 ობიექტი დალუქა, ხოლო 4 - დააჯარიმა

30.08.21 16:17
ბოლო 24 საათში შრომის ინსპექციამ 5 ობიექტი დალუქა, ხოლო 4 - დააჯარიმა

ბოლო 24 საათის განმავლობაშიშრომის ინსპექციამ 5 ობიექტი დალუქა, ხოლო 4 - დააჯარიმა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მათგან სამ იურიდიულ პირს - 10 000 ლარი, ხოლო ერთ ფიზიკურ პირს 2 000 ლარის სანქცია დაეკისრა.

ამ დროისთვის, მთავარ გამოწვევად კვლავ სოციალური და გასართობი ღონისძიებები რჩება. ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 25 ობიექტი დაილუქა. დაჯარიმდა 45 ბიზნეს ოპერატორი. მათ შორის 28 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი. შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე ზედამხედველობას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს. პროცესში ინსპექციასთან ერთად, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის, ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, ასევე, მუნიციპალური ინსპექცია, შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა ჩართული“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.