თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
თბილისში, ციციშვილის კლინიკაში, კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა ნახევარი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი კლინიკაში ოთხი დღის წინ, გულყრით შეიყვანეს. ირკვევა, რომ 6 წლის ბავშვს მოგვიანებით დაუდასტურდა კოვიდინფექცია.
ჰქონდა ცერებრალური დამბლა, ეპილეფსიური სინდრომი განვითარდა, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. განვითარდა სეპტიური შოკი და დღეს, ნახევარი საათის წინ გარდაიცვალა"- აცხადებენ კლინიკაში.