თბილისში ტრანსგენდერ ქალს სცემეს

30.08.21 17:22
თბილისში ტრანსგენდერ ქალს სცემეს

თბილისში ტრანსგენდერ ქალს სცემეს. შემთხვევა დღეს დილას მოხდა. ქალზე  ტაქსის მძღოლმა იძალადა.  არსებული ინფორმაციით, მანქანაში მგზავრს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კარი ჩაუკეტა და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცა. ქალთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი, რომელმაც გაქცევა მოახერხა. 

გადმომიყვანა მანქანიდან, დამარტყა ხელი სახის არეში, მომაყენა დიდი ფიზიკური შეურაცხყოფა, მემუქრებოდა მკვლელობით", -  ამბობს ტრანსგენდერი ქალი. 

ტრანსგენდერი ქალი პოლიციაში უკვე გამოიკითხა, მისი თქმით, დამნაშავის იდენტიფიცირება შეუძლია.