სამეგრელოში, რუხის კლინიკაში, 3 პაციენტი კოვიდით გარდაიცვალა

30.08.21 17:35
სამეგრელოში, რუხის კლინიკაში, 3 პაციენტი კოვიდით გარდაიცვალა

რუხის კლინიკაში სამი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი ოკუპირებული გალიდან სამკურნალოდ იყო გადმოსული. 

ამჟამად სამეგრელოს რაიონის კლინიკების რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობას  33 კრიტიკული პაციენტი გადის. კლინიკა გადავსებულია.

რუხის კლინიკაში ორასამდე ადამიანი მკურნალობს. მათი დიდი ნაწილი აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი. ოკუპირებულ გალში მყოფი ხალხი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. გალის არც ერთ სოფელში არ არის კოვიდ ტესტები, რის გამოც იძულებული არიან, კილომეტრები გაიარონ და ენგურზე ტესტირება ჩაიტარონ.