ხმაური და დაპირისპირებაა ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე

29.11.24 01:12
ხმაური და დაპირისპირებაა ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე

ხმაური და დაპირისპირებაა ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს იყენებენ, მათ შორის სავარაუდოდ, ცრემლსადენ გაზს და წიწაკის სპერის. ვრცელდება აქციის მონაწილეთა დაკავების შესახებ ინფორმაციაც.

ჭიჭინაძის ქუჩაზე, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილზე მობილიზებული საპოლიციო ძალები შეკრებილ მოქალაქეებს გადაადგილების საშაულებას არ აძლევენ, რაც აქციის მონაწილეების უკმაყოფილებას იწვევს.

სპონტანური აქციები დედაქალაქის ცეტრში და რამდენიმე რეგიონში, მას შემდეგ დაიწყო, რაც “ოცნებამ“ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეაჩერა.