რიონჰესში სამძებრო სამუშაოები დასრულდა - მაშველებმა მდინარიდან 2 კაცის ცხედარი ამოასვენეს

03.11.26 20:37
რიონჰესში სამძებრო სამუშაოები დასრულდა - მაშველებმა მდინარიდან 2 კაცის ცხედარი ამოასვენეს

რიონჰესში სამძებრო სამუშაოები დასრულდა - მაშველებმა რიონიდან 2 კაცის ცხედარი ამოასვენეს.

წყალში ნაპოვნია ავტომობილიც.

რიონჰესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა, წყალში გადავარდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მყვინთავები, სამაშველო და სახანძრო ბრიგადები და მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

შსს -მ  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები