სარფის საბაჟოზე დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

31.08.21 10:07
სარფის საბაჟოზე დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა სარფის საბაჟოზე  სპეციალურად მოწყობილ რამოდენიმე სამალავში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთიბები გამოავლინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 31 613 ლარი შეადგინა.

უწყების ცნობით, ბოლო 2 თვის მონაცემებით, "სარფი"-ს საბაჟო გამშვები პუნქტზე, მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 3 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.