სასწავლო პროცესი სკოლებში დისტანციურად დაიწყება
სასწავლო პროცესი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურად დაიწყება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაღები არ იმუშავებენ 4 ოქტომბრამდე.
15 სექტემბერს სასწავლო პროცესი სკოლებში იწყება დისტანციურ რეჟიმში", - თქვა განათლების მინისტრმა.
განათლების მინისტრის განმარტებით, 4 ოქტომბრის შემდეგ იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება, სწავლა დასწრებულ ფორმატში განახლდება.