ამ დროისთვის კოვიდინიფიცირებულია 96 მსჯავრდებული - იუსტიციის მინისტრი
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის, განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 96 მსჯავრდებული, რაც პატიმართა მთლიანი რაოდენობის 1%-ს შეადგენს. მინისტრის განმარტებით, ოჯახის წევრები მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებული არიან. სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრების 70% უკვე ვაქცინირებულია.
96 აქტიური ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, რაც არის პატიმრების სრული რაოდენობის 1%. 56 პაციენტი მკურნალობს კლინიკა "ვივამედში", 40 ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკარანტინე სივრცეში - განაცხადა მინისტრმა.