"საქართველოდან შემაშფოთებელ ცნობებს ვიღებ პოლიციის ძალადობის შესახებ" - გაეროს წარმომადგენელი
საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გაეროს სპეციალური მომხსენებელი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში ჯინა რომერო ეხმაურება.
რომერო მოუწოდებს მთავრობას პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას და შეწყვიტოს ნაკლებად სასიკვდილო იარაღის ბოროტად გამოყენება.
"საქართველოდან ვიღებ შემაშფოთებელ ცნობებს პოლიციის ძალადობის შესახებ მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის მოლაპარაკებების გადადებას აპროტესტებენ. მოვუწოდებ მთავრობას პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას და შეწყვიტოს ნაკლებად სასიკვდილო იარაღის ბოროტად გამოყენება. ვაკვირდებით საქართველოს..." - წერს ჯინა რომერო X-ზე.