ჟანგბადის მოხმარების ინტენსივობა ძალიან გაზრდილია - თამარ გაბუნია

31.08.21 13:20
ჟანგბადის მოხმარების ინტენსივობა ძალიან გაზრდილია - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, თქმით, ქვეყანაში ჟანგბადის მოხმარებაზე მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა კლინიკებს ამ ეტაპზე პრობლემა არ შექმნიათ. 

ჟანგბადის მოხმარების ინტენსივობა არის ძალიან გაზრდილი. გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება ჟანგბადის იმპორტი. ჯერჯერობით არცერთ კლინიკას ჟანგბადის პრობლემა არ ჰქონია.ჩვენ ვთხოვთ კლინიკებს, რომ გამოიყენონ ჟანგბადის რაციონალური გამოყენების რეკომენდაციები, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს. ვინაიდან იყო შემთხვევები, როდესაც ჟანგბადის სისტემა იყო გახსნილი, ჟანგბადი იკარგებოდა და პაციენტი მას ვერ იყენებდა. იმისათვის, რომ მსგავსი ხარვეზები აღმოიფხვრას, ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია კლინიკებთან", - თქვა გაბუნიამ.