თუკი საკუთარი რესურსი გვაქვს, არ არის საჭიროება, რომ სესხი გავზარდოთ - თურნავა

31.08.21 13:27
თუკი საკუთარი რესურსი გვაქვს, არ არის საჭიროება, რომ სესხი გავზარდოთ - თურნავა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, ევროკავშირისგან დახმარების მიღების საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ თუკი ქვეყანას  საკუთარი რესურსი აქვს, სესხის გაზრდის  საჭიროება არ არის.

ვწუხვარ, რომ უფრო მეტად ეკონომიკურმა საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა. საკითხი დგას მარტივად,  დღეს ჩვენ ვსაუბრობდით, რამდენად მაღალია ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენის ტემპი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ეკონომიკამ 1 მლრდ ლარი დამატებით გამოიმუშავა. ჩვენ გვაქვს შიდა რესურსი, რომელიც შეგვიძლია, ბევრ პროგრამას და კარგ საქმეს მოვახმაროთ და საგარეო ვალი, რომელიც ისედაც გაგვეზარდა, პანდემიის გამო აღარ უნდა გავზარდოთ. აქ საუბარია არა დახმარებაზე, არამედ საგარეო ვალის გაზრდაზე. ეს არის სესხი, შესაბამისად, თუკი საკუთარი რესურსი გვაქვს, არ არის საჭიროება, რომ გავზარდოთ სესხი, ეს არის მოცემულობა,“ - თქვა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება თავს შეიკავებს ევროკავშირის დახმარების მიღებაზე.