მერია ავარიული კორპუსის ადგილზე ახალი საცხოვრებლის აშენების საშუალებას ინვესტორს არ აძლევს - აქცია ვარკეთილში

31.08.21 13:46
მერია ავარიული კორპუსის ადგილზე ახალი საცხოვრებლის აშენების საშუალებას ინვესტორს არ აძლევს - აქცია ვარკეთილში

აქცია ვარკეთილში - მესამე მასივში მცხოვრებლები კახი კალაძეს უპირისპირდებიან. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ ავარული კორპუსიდან ისინი 2,5  წლის წინ გამოსახლეს, ინვესტორიც მოიძიეს, თუმცა, მათი მტკიცებით, მერია მშენებლობის დაწყების საშუალებას ინვესტორს  არ აძლევს.  მოსახლეობა მქალაქის ხელისუფლებას პროცედურების ხელოვნურად გაჭინურებაში ადანაშაულებს.

2,5 წელიწადი ქუჩაში ვართ. არანაირი ხელშეწყობა მერიისგან არ ყოფილა. პირიქით, პრობლემები შეგვიქმნეს. 300 ლარი, რომელიც მერიის მიერ არის დაწესებული, შეგვიწყვიტეს 3 ოჯახს, გვყავს ინვესტორი, რომელთანაც ყველა საკითხზე შეთანხმებული ვართ, ერთადერთს ვითხოვთ, რომ შეგვხვდნენ. 

გვაჩვენეს კორპუსი, სადაც უნდა გადაგვიყვანონ, მერიამ წაგვიყვანა და ამის შემდეგ რა ხდება, არ ვიცი. ინვესტორს ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენების უფლებას არ ალევენ - ამბობს ტვ პირველთან საუბარში ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

 

მსგავსი სიახლეები