აღმაშფოთებელი ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოში - მარია სტენერგარდი
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია სტენერგარდი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და სამართალდამცველების მიერ აქციაზე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტებას ეხმაურება და წერს, რომ აღმაშფოთებელი ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოში.
აღმაშფოთებელი ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოში. საქართველოს მთავრობამ სიტყვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას პატივი უნდა სცეს. ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუღო; „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმა აირჩია. შვედეთი ქართველი ხალხის მისწრაფებების მხარდაჭერას გააგრძელებს“, - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
30 ნოემბრის დილა, 06:15 საათი - გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მოქმედებაზე გადავიდნენ - "ხარებას", ზვიად ხარაზიშვილის რაზმის წარმომადგენლები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და თავისუფლების მოედნიდან ერთდროულად დაიძრნენ, მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ნიღბიანებმა რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს, არიან დაშავებულები.
მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გაწმინდეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე ნადირობა უკვე ყველა ჩიხში და გადასასვლელში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.
შსს-ს ცნობით, გომელაურის რაზმის თანამშრომლებმა სულ 107 მომიტინგე დააკავეს.