კოვიდი არ გაქრება წელს და არც მომავალ წელს - ამირან გამყრელიძე

31.08.21 13:49
კოვიდი არ გაქრება წელს და არც მომავალ წელს  - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის, თქმით, კორონავირუსის ინფექცია მიმდინარე წელს კვლავ იქნება, თუმცა რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში დეკემბრის თვეში ინფიცირების მაჩვენებელი  შემცირდება.

თუ გავაგრძელებთ ამ შეზღუდვებით, დავიცავთ პირბადის ტარებას, გავალთ სამიზნე ჯგუფებზე აცრების, დეკემბრისთვის პროგნოზია, რომ ახალ შემთხვევათა რაოდენობა ჩამოგვივა ერთი, ან 2 ასეულის ფარგლებში.

უნდა ვისწავლოთ და ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად, მოგვიწევს, იმიტომ რომ კოვიდი არ გაქრება წელს და ალბათ არც მომავალ წელს, სანამ არ აიცრება მსოფლიო მოსახლეობის 70-75%, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ამ ინფექციასთან ბრძოლის იქნება საყოველთაო იმუნიზაცია, ეს გამოვა დაახლოებით წელიწადნახევარში", - თქვა ამირან გამყრელიძემ.