კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

31.08.21 14:16
კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

კორონავირუსული ინფექციით ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, ქუთაისის საფიჩხიის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძრის კეთილმოწესე, დეკანოზი პეტრე გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა ,,მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ავრცელებს.

მამა პეტრე მრავალი წლის მანძილზე გახლდათ გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სულიერი მოძღვარი და ამავე სასწავლებლის ერთ-ერთი პედაგოგი. უფალმა აცხოვნოს ახალშესვენებულ დეკანოზ პეტრეს უკვდავი სული - ნათქვამია სამძიმრის წერილში.