ყალბი კოვიდპასპორტები საქართველოში - დაკავებულია 7 პირი
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოში ყალბი კოვიდპასპორტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დაკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 4-მა ბრალდებულმა 350 ევროს სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეს "ფაიზერის" ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი დაუმზადა და გადასცა. ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისთვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო სინოფარმის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი.
გადასცა.შვიდეივე დაკავებული წინასწარი მოტავსების იზოლატორში იმყოფება.