მესამე დღეა, გურიაში მოსახლეობა პისიარ ტესტს ვერ იკეთებს

31.08.21 15:16
მესამე დღეა, გურიაში მოსახლეობა პისიარ ტესტს ვერ იკეთებს

უკვე მესამე დღეა, გურიაში მოსახლეობის კოვიდტესტირების პროცესი შეჩერებულია. ერთადერთი ლაბორატორია, რომელიც კვლევა ტარდებოდა, მუშაობას ვერ ახერხებს. ტვ პირველის ინფორმაციით, მიზეზი კოვიდტესტების არარსებობაა.

ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით მდინარაძის, ინფორმაციით, პრობლემა არა ტესტების რაოდენობაში, არამედ კომპიუტერულ პროგრამებშია, რომელიც მოძველდა და მიმდინარეობს განახლება. მდინარაძის თქმით, ამის შესახებ გაფრთხილებულია ჯანდაცვის სამინისტრო და სწორედ მათი პრეროგატივაა, რომ მომხმარებელი გადაამისამართონ და პისიარ ტესტები მოსახლეობამ სხვა რაიონში გაიკეთოს.

გაიკეთონ დროებით პისიარტესტები ქობულეთში, ან ბათუმში - აცხადებს ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.