მყინვარწვერზე მთის ფერდს ზვავი მოწყდა და 5 ტურისტი მოიყოლა

31.08.21 16:06
მყინვარწვერზე მთის ფერდს ზვავი მოწყდა და 5 ტურისტი მოიყოლა

ყაზბეგში დღეს დილით მთის ფერდობზე ზვავი მოწყდა და 5 ტურისტი ყინულის საფარქვეშ მოიყოლა. სამაშველო ოპერაციის შედეგად ხუთივე ტურისტი ამოიყვანეს.

შემთხვევა ზღვის დონიდან 4 700 მეტრ სიმაღლეზე მოხდა. დაშავებულთა შორის  პოლონელი და უკრაინელი ტურისტები არიან. მათგან 2 უვნებლად ამოიყვანეს, სამი კი სხვადასხვა სახის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულები ყაზბეგის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.