წვიმა, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი - საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს

31.08.21 16:37
წვიმა, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი - საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს

წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა. გარემოს ეროვნული სააგენტო 2-3 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. 

უწყების ინფორმაციით, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში კი ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მსგავსი სიახლეები