ბორჯომის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

01.09.21 10:07
ბორჯომის ტყეში  ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარი გუშინ გაჩნდა და  გავრცელებული იყო შერეული ტყის ქვედა საფარზე და ნაწილობრივ ხეებზე.

რთული რელიეფის გამო, კერებთან ვერ ხერხდებოდა სპეციალური ტექნიკის მიყვანა და მეხანძრე-მაშველებს ცეცხლის ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით ქრობა უწევდათ.

მოგვიანებით ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო.