სრულად ვაქცინირებული პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ

01.09.21 10:22
სრულად ვაქცინირებული პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი – ნახევარ ფასად. ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულები უფასოდ ისარგებლებენ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით:

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა;
უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება;
კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილ პირებზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე: 

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა; 
ID ბარათზე სერტიფიკატის განახლება;
იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწესებული შეღავათების მიღება ორჯერადად  ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები