ყალბი კოვიდპასპორტების საქმე - 7 ბრალდებულიდან 3 გათავისუფლდა

01.09.21 11:30
ყალბი კოვიდპასპორტების საქმე - 7 ბრალდებულიდან 3 გათავისუფლდა

გუშინ ყალბი კოვიდპასპორტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებული 7 დაკავებულიდან  3 პირი საგამოძიებო უწყებამ გაათავისუფლა. დანარჩენი  4 პირი ბრალის წარდგენის მოლოდინშია, პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება და მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შესახებ იმსჯელებს. 

დაკავებული 4 პირიდან  3  ბრალს აღიარებს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.