პროტესტი გრძელდება - ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესებს არ ესწრებიან

02.12.24 11:10
პროტესტი გრძელდება - ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესებს არ ესწრებიან

საქართველოში პროტესტი გრძელდება - ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესებს არ ესწრებიან. 

ახალგაზრდები სკოლის წინ შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს. ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან ძალადობას და "ქართული ოცნების" პოლიტიკას. 

"ჩვენი მომავალი ევროპაშია და მის მოპარვას არავის დავუთმობთ" - აცხადებენ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

მსგავსი სიახლეები