ვგმობთ ძალადობას! - პროტესტის ნიშნად 7 სკოლა სასწავლო პროცესს აჩერებს

02.12.24 11:30
ვგმობთ ძალადობას! -  პროტესტის ნიშნად 7 სკოლა სასწავლო პროცესს აჩერებს

გაფიცვაა სკოლებში. პროტესტის ნიშნად 7 სკოლა სასწავლო პროცესს აჩერებს. გაფიცვის გადაწყვეტილება მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა თვითგამოცხადებული ხელისუფლების ძალადობის და მშვიდობიანი მოქალაქეეების უმოწყალოდ დარბევის გამო მიიღეს.

პროტესტის ერთ-ერთი ეპიცენტრი 52 სკოლაა, სადაც ამ წუთებში სკოლის მოსწავლეები საპროტესტო ბანერებით არიან გამოსულები და რუსთაველზე მდგარ ახალგაზრდებს სოლიდარობას უცხადებენ. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ქვეყნის მომავალი თავად არიან და ირჩევენ ევროპას.

ჩვენი მიზანია, გამოვხატოთ პროტესტი ჩვენი მთავრობის მიმართ. ყველას მოვუწოდებთ, მასწავლებლებს, ადმინისტრაციას, საჯაროდ გამოთქვან თავისი აზრი და დაგვიდგნენ ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეში. ორი კომაროველი, კურსდამთავრებული არის დაკავებული. მინიმუმ, მათი ხათრით გვინდა, რომ ჩვენი სკოლა გამოვიდეს და საჯაროდ გამოაცხადოს თავისი აზრი, - ამბობს სკოლის მოსწავლე. 

კიდევ ერთი სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ გმობენ ძალადობას, რომელსაც ძალოვანები ახალგაზრდების წინააღმდეგ ახორციელენ. 

ჩვენ ვგმობთ ძალადობას. ის, რაც ხდება ახლა რუსთაველზე რობოკოპების მხრიდან, არის სადმიზმი. ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური თემა, ეს არის ელემენტარულად, შეგნების საკითხი, რამდენად გადარდებს შენი ქვეყნის მომავალი, - ამბობს მოსწავლე.  

პროტესტია უნივერსიტეტებშიც. ასობით სტუდენტი და ლექტორი ემიჯნება "ქართულ  ოცნებას", რომელმაც ევროკავშირთან მოლაპარაკეკები შეაჩერა.

მსგავსი სიახლეები