ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მუსიკოსი, მიშა ჯაფარიძე, ემსხვერპლა

01.09.21 11:38
ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მუსიკოსი, მიშა ჯაფარიძე, ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მუსიკოსი, მიშა ჯაფარიძე, ემსხვერპლა. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე იუწყება. 

კონსერვატორიის სახელით დიდ მწუხარებას გამოვხატავთ ჩვენი კურსდამთავრებულის, ახალგაზრდა მუსიკოსის, ჯაზმენის,   უნიჭიერესი ბასისტის, მიშა ჯაფარიძის, გარდაცვალების გამო. 
ვუსამძიმრებთ  ოჯახის წევრებს, მეგობრებს და კოლეგებს, - წერია კონსერვატორიის პოსტში.