საპროტესტო ტალღა არ ცხრება - ბათუმში სტუდენტები, მოსწავლეები და პროფესორ-მასწავლებლები ბსუ-სთან შეიკრიბნენ
"ქართული ოცნების" ანტიევროპული პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა არ ცხრება - ამ წუთებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები და პროფესორები არიან შეკრებილები.
პროტესტის ავანგარდში მოქცეულ მოქალაქეებს ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის უფროსკლასელებიც შეუერთდნენ. ევროპული მომავლის მცველების მთავარი მოთხოვნა კი ერთია - "დაუბრუნდეს საქართველო ევროპულ კურსს".
ამასთან, ბსუ-სთან შეკრებილი მოქალაქეები საპროტესტო აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას გმობენ.