სისხლიანი გარჩევა აფხაზეთში - რუსმა ტურისტმა ბიჭვინთაში 2 პირი დაჭრა

01.09.21 13:52
სისხლიანი გარჩევა აფხაზეთში - რუსმა ტურისტმა ბიჭვინთაში 2 პირი დაჭრა

 რუსმა ტურისტმა, ალექსანდრ სავინკინმა, ბიჭვინთაში მდებარე სასტუმრო ,,სერ რემბოს" მფლობელი და ერთი დამსვენებელი ცივი იარაღით დაჭრა. იუწყება სააგენტო SPUTNIK AFXAZIA.

გამოცემის ინფორმაციით, სავინკინი სამარის მკვიდრია და ის ოკუპირებულ აფხაზეთში დასასვენებლად იმყოფებოდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფ რუს ტურისტს შელაპარაკება მოუვიდა სასტუმროს მფლობელთან, შელაპარაკება მალევე ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც სავინკინმა ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრს, 53 წლის ფაზლაბეი პკინს, დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და გასაშველებლად მოსული ერთი რუსი ტურისტიც დაჭრა.

თავდამსხმელი სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. ნივთმტკიცება ამოღებულია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ტურისტული სეზონის დროს ოკუპირებულ აფხაზეთში კრიმინალური შემთხვევების რაოდენობა განსაკუთრებით მატულობს.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები