პარლამენტის წინ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს

02.12.24 19:17
პარლამენტის წინ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს

პარლამენტის წინ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს - ჭავლს ყველა მიმართულებით იყენებენ. წყლის ჭავლის გაშვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად რკინის ფასადზე ხელების ბრახუნი დაიწყეს. წყლის ჭავლს ყველა მიმართულებით იყენებენ. 

დღეს პროტესტის მეხუთე დღეა.

გუშინ, პროტესტის მეოთხე ღამეს კი ქუჩაში იმაზე მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე წინა დღეებში.

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა გამთენიისას  დაიწყო. საპოლიციო ძალებმა  გამოიყენეს წყლის ჭავლი, ასევე, ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებსაც. მიმდინარეობს დაკავებებიც.  რობოკოპები ამ წუთებში რესპუბლიკის მოედნზე განთავსდნენ.  

  • „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. გადაწყვეტილება 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რის შემდეგაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

მსგავსი სიახლეები