ხმაური თბილისის მერიასთან - პოლიციამ "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმოამდგენელი დააკავა

01.09.21 13:27
ხმაური თბილისის მერიასთან - პოლიციამ "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმოამდგენელი დააკავა

ხმაური და დაპირისპირება თბილისის მერიასთან - დაკავებულია "ლეიბორისტული პარტიის" ახალზგრადული ფრთის წარმოამდგენელი. მამუკა ჯუღელს პოლიციამ ხელბორკილები ადმინისტრაციული სამართალდაღვევისთვის, უფრო კონკრეტულად კი,  სამართალდამცველებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დაადო.

ადგილზე შეკრებილი პარტიის წევრები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას აპროტესტებდნენ.

ჩვენ მოვითხოვეთ კახა კალაძისგან დაუყოვნებლი გეგმა წარმოგვიდგინოს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაიხსნას ტრანსპორტის მოძრაობა გეგმიურად როგორც იყო 4 სექტემბერს დაგეგმილი და როგორ იქნება თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება გარანტირებული. როდესაც ჩვენ შიგნით სევედით,. მაშინ გადაწყვიტეს ამ ამაზრზენმა ადამიანებმა, რომლებიც ასრულებენ ნებისმისერ დაკვეთებს და ნებისმისერ ბრძანებებს ზევიდან, რომ დაეკავებინათ მამუკა ჯუღელი, - ამბობს პროტესტის მონაწილე.