რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, ვლადიმერ ვახანია, განმუხურში მოკლეს

01.09.21 14:12
რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, ვლადიმერ ვახანია, განმუხურში მოკლეს

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, ვლადიმერ ვახანია, განმუხურში, მისსავე კუთვნილ მშენებარე სასტუმროში, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკლეს.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა დანით არის ჩადენილი და ის ბიზნესგარჩევას უკავშირდება.

ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. დამნაშავე ამ დროისთვის დაკავებული არაა.

ტვ პირველი მომხდარის დეტალებს არკვევს.

ვლადიმერ ვახანია ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო. ის 2009 წელს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით გაასამართლეს და ,,ქართული ოცნების" მმართველობაში მოსვლის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს.