აქციაზე დაკავებული ISFED-ის მკვლევარი სასამართლომ 2800 ლარით დააჯარიმა

აქციაზე დაკავებული ISFED-ის მკვლევარი, შოთა ნარსია სასამართლომ 2800 ლარით დააჯარიმა.
ნარსია 1 დეკემბრის დილას, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ძალადობით დააკავა.
შეგახსენებთ, რომ ნარსიამ დაკავების შემდეგ, ადვოკატთან აღნიშნა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, რაც მედიაში გავრცელებული კადრებიდანაც ნათლად ჩანს.
ადვოკატთან საუბრის დროს, შოთა ნარსიამ თქვა, რომ იგი განსაკუთრებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გახდა მას შემდეგ, რაც პოლიციელებისთვის მისი სამუშაო ადგილის შესახებ გახდა ცნობილი